პირველი მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი მოიხსნება.
საკოორდინაციო საბჭოს 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, პირველი მარტიდან იხსნება:
- საბავშვო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
- მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
- ქალაქ ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები;
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა;
- გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება;
- კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.
ქვეყანაში უკვე აღგენილია საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გახსნილია სასტუმროები სამთო კურორტებზე.
კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.
დამატებით შეზღუდვების შემსუბუქება დაგეგმილია 8 და 15 მარტიდან, ასევე, პირველი აპრილიდან.
დაწერეთ კომენტარი