Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი მიანიშნებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მონაწილეობაზე და გამორიცხავს ახალი პარტიის დაარსებას


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 2021 წლის 28 თებერვალი, ფლორიდის შტატი, ორლანდო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 2021 წლის 28 თებერვალი, ფლორიდის შტატი, ორლანდო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაუბრუნდა პოლიტიკურ სცენას 28 თებერვალს და პირველად გამოვიდა სიტყვით თანამდებობის დატოვების შემდეგ. ის შეეცადა განემტკიცებინა თავისი, როგორც რესპუბლიკური პარტიის შეუცვლელი ლიდერის სტატუსი. ტრამპმა მინიშნება გააკეთა, რომ ალბათ შეეცდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარდგეს კანდიდატად და გააქარწყლა ხმები, რომ მესამე პარტიის დაარსებას აპირებს.

„თქვენს მხარეს გავაგრძელებ ბრძოლას, ახალი პარტიების დაარსებას არ ვაპირებთ“, თქვა ტრამპმა ფლორიდის შტატში, ორლანდოში, Conservative Political Action Conference-ზე (CPAC) გამოსვლისას. „ჩვენ გვაქვს რესპუბლიკური პარტია, ის იქნება ძლიერი და ერთიანი, როგორც არასდროს“. ტრამპმა კვლავ უარყო თავისი მარცხი არჩევნებზე და გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც, მისი თქმით, „ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა თანამედროვე ისტორიაში ყველა პრეზიდენტს შორის“. მან თქვა, რომ არ აპირებს გავიდეს პოლიტიკური ყურადღების ცენტრიდან და არ ფიქრობს, შეწყვიტოს თავისი მემკვიდრის კრიტიკა.

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ტრამპის გამოსვლას დიდ ყურადღებას არ მიაქცევს.

XS
SM
MD
LG