Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელის ორგანიზებით ორბელიანების სასახლეში ხელისუფლება ოპოზიციას ხვდება


ორბელიანების სასახლე.
ორბელიანების სასახლე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებულ შეხვედრას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„ჩვენ მოლაპარაკებების სრულიად სხვა სიბრტყეში გადავდივართ და შესაბამისად, ევროკავშირის ჩართულობა იქნება სრულიად სხვა პოლიტიკური დონის. ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა იქნება გაცილებით უფრო კოორდინირებული და მყარი", - თქვა შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე თქვა: „ქართული ოცნებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს კონსტრუქციულ რეჟიმში, ვესაუბროთ ერთმანეთს, გვქონდეს დიალოგი და რა თქმა უნდა, მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო".

შარლ მიშელი პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით ოპოზიციასა და პრემიერს შორის დღეს საღამოს შეხვედრის გამართვის შესახებ. პრემიერმა ღარიბაშვილმა იქვე დაადასტურა ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ის ასევე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG