Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში გაისმა მოწოდება, ჩატარდეს ნავალნის მოწამვლის საერთაშორისო გამოძიება


ანიეს კალამარი, გაეროს საგანგებო წარმომადგენელი გაუსამართლებლად დასჯის გამოძიების სფეროში
ანიეს კალამარი, გაეროს საგანგებო წარმომადგენელი გაუსამართლებლად დასჯის გამოძიების სფეროში

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში საგანგებო მომხსენებლები მოწოდებით გამოვიდნენ, ჩატარდეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საერთაშორისო გამოძიება.

„ვითვალისწინებთ რა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების რეაქციას, აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას და მიზანდასახული მოწამვლის აშკარა სურათს, ვთვლით, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტები და ბატონი ნავალნის მოწამვლის გარემოებები“, ნათქვამია, გაეროს ადამინის უფლებების საბჭოს საგანგებო მხსენებლების, ანიეს კალამარისა და აირინ ხანის ერთობლივ განცახდებაში. კალამარი გაეროს საგანგებო წარმომადგენელია გაუსამართლებლად დასჯის გამოძიების სფეროში, ხოლო ხანი, აზრის გამოხატვის თავისუფლების საკითხების ექსპერტი. მათ აღნიშნეს, რომ "გამოძიება განსაკუთრებით მნივშნელოვანია ახლა, როცა ნავალნი რუსეთის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებულია და მათი კონტროლის ქვეშ იმყოფება“.

განცხადების ავტორები თვლიან, რომ ნავალნის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობა სასჯელის მოხდის ადგილზე ახლა რუსეთის ხელისუფლებას აკისრია. "შევახსენებთ ასევე რუსეთის ხელისუფლებას, რომ მათ ეკისრებათ პასუხიმგებლობა ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას შეიძლება მიადგეს. ჩვენი მოწოდებაა, ბატონი ნავალნის დაუყოვნებლივ განთავისუფლება,“ წერენ განცხადებს ავტორები.

ისინი დასძენენ, რომ რუსეთის ხელისუფლება მუქარით სავსე გაფრთხილებას უგზავნის ყველას, ვინც მის მიმართ კრიტიკული და მის წინააღმდეგია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს მტკიცებულება რუსეთის ხელისუფლების მაღალი დონის სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობისა ნავალნის მოწამვლაში. ადამიანის უფლებათა საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულია ნავალნის მოწამვლის შესახებ ანგარიში, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას გაეგზავნა 30 დეკემბერს, მაგრამ მას პასუხი არ მოჰყოლია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში, რომელიც გაეროს ექსპერტების ანგარიშს ეხება, გამოთქმულია იმედი, რომ დოკუმენტი „გერმანიას და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას უბიძგებს, შეწყვიტონ რუსესის მიმართ დეზინფორმაციის კამპანია და დაიწყონ ერთობლივი მუშაობა“. მოსკოვმა ადრე გერმანიას და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ბრალად დასდო ნავალნის ინციდენტის გამოძიებაში არასაკმარისი თანამშრომლობა.

2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით შეუცვალა. მან პატიმრობაში კიდევ 2 წელი და 5 თვე უნდა გაატაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG