Accessibility links

site logo site logo

უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება


ამერიკული საპატრულო კატერი Mark VI

უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი. თანხა განკუთვნილია უკრაინის საზღვაო საზღვრების დასაცავად Mark VI ტიპის ორი საპატრულო კატერის, საარტილერიო ცეცხლის წყაროების გამოსავლენად საჭირო რადარების, თანამგზავრული ფოტოების მიღების და დამუშავების აპარატურის, ტაქტიკური დანიშნულების საბრძოლო ტექნიკის და საველე, სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფინანსური პაკეტი უკრაინას დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის და რუსული აგრესიისგან უფრო ეფექტურად დაცვაში, საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში.

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტით უკრაინისთვის გათვალისწინებულია კიდევ 150 მილიონი დოლარის დახმარება. ამ თანხას ქვეყანა იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ აშშ დარწმუნდება, რომ უკრაინამ თავდაცვის სფეროს რეფორმირებისას საკმარის პროგრესს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG