Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას - გამყრელიძე ტიკარაძესთან შესაძლო დაპირისპირებაზე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირება არ აქვს. ამ საკითხზე მას ჟურნალისტებმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხეს.

"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი - ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ერთი თვეა - ხან მე ვჯობნი მას, ვჯობნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე. შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან კვლავ დაიწყო ჩემი ამ ბრძოლაში უპირატესობა. დღეს ჯერჯერობით ისევ მე ვჯობნი მას. ვნახოთ, საბოლოოდ, როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა.

არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ - გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას", - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო რამდენიმე დღეა, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ სერგო ჩიხლაძეზე დაყრდნობით მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამირან გამყრელიძეს თანამდებობას ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირების გამო ატოვებინებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG