Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: კაცმა ცოლი საპირისპირო სქესის მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წაუყენეს და სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც ცოლი საპირისპირო სქესის მეგობრობისა და საკუთარი თანხის განკარგვის გამო აწამა. უწყება ბრალდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა ცოლის ქმედება ღალატად მიიჩნია.

"დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, კაცმა ცოლის წამების მეორე დღეს, 25 თებერვალს, გ.ხ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლის მშობლებსა და ძმას და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა ცოლის მამასა და ძმაზე.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლით აქვს წაყენებული. მას 111-1441 მუხლის პირველი ნაწილით, 111-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG