Accessibility links

site logo site logo

ოპოზიციამ აქციების მოდიფიკაციის საკითხი განიხილა


ხატია დეკანოიძე

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ იმსჯელეს აქციების ფორმებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, ამის უფლებას არ მივცემთ, რომ რაღაც სხვა რიტორიკა და პროპაგანდა შემოგვთავაზონ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე აქციების მოდიფიკაციაზე. ვიმსჯელებთ ასევე ფორმებზე. პიკეტირება დღეს არ ყოფილა და არ იქნება“, - თქვა დეკანოიძემ.

პოლიტიკოსი ორბელიანების სასახლეში წარდგენილი საკითხების ჩარჩოდან გამოყოფს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას, „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს და ვადამდელ არჩევნებს.

26 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის სახელით გამოაცხადა, რომ 2 მარტს იგეგმებოდა პარლამენტის პიკეტირება.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გუშინ, 1 მარტს შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 2 მარტს, აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირებით ოპოზიცია აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს.

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი ვადამდელი არჩევნების ჩატარების და ეს „წითელ ხაზად" რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG