Accessibility links

site logo site logo

გორში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მინა ჩაამსხვრიეს და კარი დააზიანეს


გორი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში მინა ჩაამსხვრიეს და კარი დააზიანეს.

„ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ავრცელებს პარტიის გორის ოფისზე თავდასხმის ამსახველ კადრებს, რომელიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

პარტიის წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა მომხდარს მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიის მიმართ ანგარიშსწორებას უწოდებს. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის დროს „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევას პირველად არ აწყობს.

განახლება:

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება).

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა და შსს-ს გორის სამმართველოში გადაიყვანა, თუმცა ცნობა ოფიციალურად არ დასტურდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG