Accessibility links

site logo site logo

მსოფლიოში ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ექვსკვირიანი კლების შემდეგ, მსოფლიოში ისევ მოიმატა დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა.

გასულ კვირაში აღირიცხა 2.6 მილიონი ახალი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7%-ით მეტია.

ყველაზე დიდი, 14%-იანი მატება იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. 9-9% ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და 6% ამერიკაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თებერვლის დასაწყისის შემდეგ, როცა ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო, ეპიდსიტუაციის ისევ გაუარესების ნიშნებია ევროპაში. ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორის, ჰანს კლუგეს ინფორმაციით, მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, სადაც გასულ 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა, 4 ევროპის რეგიონშია.

ამასთან, კლებას განაგრძობს COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები. გასულ კვირაში, მსოფლიოში აღირიცხა 63 ათასზე მეტი ლეტალური შედეგი, რაც წინა კვირასთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.

პანდემიის პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 115 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 2.5 მილიონს აჭარბებს.

სააგენტო Bloomberg-ის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მსოფლიოს 108 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინის 265 მილიონზე მეტი დოზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG