Accessibility links

site logo site logo

კაცებისთვის სოლიდარობა არ ტეხავს!


ავტორი: Lucas Camus

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას.

რამდენიმე დღის წინ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე რეები ჰქონდა მას გადატანილი რომ იცოდეთ სიტყვასაც ვეღარ დაძრავთ ეს როგორ ჩაიდინაო. ის ორჯერ გააუპატიურა 23 წლის ბიჭმა იმ დაიმედებით რომ 18 წლისას უკვე ცოლად მოიყვანდა, მაგრამ როგორც ირკვევა შემდეგ “გადააგდო” რამაც გოგონა სასოწარკვეთამდე, სულ ბოლოს კი სუიციდამდე მიიყვანა, ასევე სავარაუდოდ მას სცემდა ბაბუაც შიგადაშიგ და ასევე ირკვევა რომ სცემდნენ ბაბუის ძმისშვილებიც, თან იმდენად ძლიერად რომ დალურჯებებიც ჰქონდა სხეულზე. გოგომ გაამხილა ოჯახში მომხდარი ფაქტები, მაგრამ უუნარო აღმოჩნდა როგორც სოც. მუშაკის აპარატი, ასევე პოლიცია, რომელმაც საქმე თაროზე შემოდო და მხოლოდ მაშინ გადაწმინდეს მტვერი ფაილიდან როცა ზემოთხსენებული ფაქტი მოხდა.

(დაწვრილებით თუ გნებავთ)

რა შეგვიძლია ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ვთქვათ?

ალბათ იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, არ იცოდეს ანაც არ აღიაროს რომ ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არაა როცა არასრუწლოვანი ან სრულწლოვანი გოგო ან იშვიათად ბიჭი გააუპატიურეს, ან სცემეს, ან მიიყვანეს თვითმკვლელობამდე – ეს საუბედუროდ არახალია, სისტემამ ამას მიგვაჩვია. ალბათ ისიც არახალია, რომ ქართული სოციუმი ძალიან არასოლიდარულია და რომ იგი არა ერთხელ დადუმებულა მნიშვნელოვან მომენტში, და დადუმებულან ხშირად კაცები და არ ამოუღიათ ხმა ისევ და ისევ კლიშეებისა და სხვა მიზეზთა გამო. ამ ყველაფრის ხსოვნის შემდგომ შეგვიძლია თუ არა დავინახოთ რაიმე ახალი ან იმედის ნაპერწკალი ცვლილებისა?

ცალსახად არა! არც რაიმე ახალი მომხდარა, არც იმედის ნაპერწკალი გაჩენილა და ჩემდა საუბედუროდ ალბათ ისევე ჩაივლის ეს პროცესიც, როგორც ჩაიარა ლუკა სირაძის თუ სხვათა და სხვათა ამბებმა, ასევე საუბედუროდ არა ერთი მსგავსი ფაქტი მოხდა გასულ წლებში.

ჰოდა მაშ რაზე შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ?

ჩემთვის, როგორც მოზარდი ბიჭისთვის და დიახაც ჰეტეროსექსუალი კაცისთვის ვაჟკაცობა სრულებით არ იშიფრება შემდეგნაირად – სუფრასთან ჭიქაზე ხელის ძლიერად მოჭერა იმის იმედით რომ უფრო მედგარი ტიპი გამოჩნდები, ცემა გეის, არაბის, ცოლის ან შენივე შვილის იმ გამართლებით, რომ მე ვარ ვინც ვარ და ვინც და რაც მე არ მომწონს ეს საკუთარი ვერრეალიზებული ლიბიდოთი ძალადობაში გამოვხატო, ასევე ვაჟკაცობა არ ნიშნავს BMW-სა და Mercedes-ზე გაუთავებელ დავას, გოგოსთან სექსის გაბაზრებას და ძმაკაცებში მოყოლას და წარმოჩენას როგორც “ხმარება” მდედრი არსებისა მასზე დომინაციის აღსანიშნად, ასევე სულაც არაა ვაჟკაცობა პამპერსის შავი პარკით ყიდვა და წარმოჩენა თითქოს მხოლოდ 2 წუთით მოიცალე შენივე ბავშვისთვის თორე ისე “რას ამბობ ტო?” არც ქალთა უფლებებზე მომუშავე ადამიანების დაცინვაა კაი კაცობა, არანაირად!

ჩემს მაგივრად აგერ ბატონო სანაქებო და მრავალი ყანწის გამოცლის დროს ნახსენებ ვაჟა ფშაველას არასრულად დაგიციტირებთ:

“..არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, ახრჩობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.

მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად
დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არი,
დაჩაგრულთათვის სწვალობდე.

ჰოდა ახლა მისმინეთ კარგად.

ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს სტერეოტიპი, რომელიც ამბობს, რომ სოლიდარულები მხოლოდ ქალები და გეები არიან, დიახ ეს სტერეოტიპია! სტერეოტიპია იმ გაგებით, რომ სოლიდარულობა თითქოს მხოლოდ ნაზ და ფემინურ არსებებს შეუძლიათ და რომ თითქოს არაფემინური თუ სხვა ტიპის ადამიანი ცალსახად არასოლიდარულია, დიახაც ეს სტერეოტიპია.

ამ მოვლენებმა და ჩაგვრამ უნდა გვასწავლოს ჭკუა, უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, უნდა ვაღიაროთ როცა რაღაცას ვაშავებთ ან მინიმუმ ხმა არ ამოვიღოთ როცა არაფერი ვიცით მომხდარზე, ერთხელ და საბოლოოდ უნდა გავითავისოთ რომ სოლიდარობა არის ყოველდღიური პროცესი, სულაც არ მინდა ვინმეს ცუდი ვუსურვო, მაგრამ როდისღა უნდა მივხვდეთ რომ ირგვლივ პრობლემებია? მაინც და მაინც ჩვენს მეგობარს უნდა შეეხოს ვინმე ან უარეს შემთხვევაში თავად ჩვენ? ნუთუ ესაა საჭირო რომ ადამიანები და ამ შემთხვევაში კაცები დაფიქრდნენ იმ ელემენტარულზე რასაც სოლიდარობა და პრობლემის აღიარება ქვია?

ძალიან ვწუხვარ ყველა იმ ადამიანზე ვინც აი ამ ფსევდო ვაჟკაცურობის გამოვლენის მსხვერპლია, ვწუხვარ და გამოვხატავ სოლიდარობას ნებისმიერი ჩაგრული ჯგუფის, დღეს კი კონკრეტულად ქალების მიმართ! ვწუხვარ და ვიაზრებ იმ საშინლად მჩაგვრელ რეალობას, რაშიც დღეს საქართველო ცხოვრობს. დღეს აქ არ ფასობს სიცოცხლე, არც ქალის, არც ბავშვის, არც ცხოველის და არც არავისი, გარდა “დაკრიშული” მოძალადეების ან ჰალსტუხიანი მარიონეტებისა.

და ბოლოს ერთადერთ რამეს ვიტყოდი – ჩვენ მკვდრებს ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ იქნებ ის გამქრალი ელემენტარული სოლიდარობა მაინც დავიბრუნოთ რაც ოდესღაც გვქონდა და დავკარგეთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG