Accessibility links

site logo site logo

ვირტუალურ-სოციალური იდიოსონკრაზია


ავტორი: ინა ცხვედაძე

ტექნოლოგიური და ვირტუალური განვითარების ფონზე ადამიანთა ფსიქოლოგიური არამდგრადობა უფრო და უფრო იმატებს. რთულია ცხოვრობდე ნაქირავებ ბინაში და 200 ლარს იხდიდე 300 ლარიანი ხელფასიდან, უფრო რთულია ეგზოტიკური ხილის ფოტოების ხილვა ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე თუ როგორ ‘’სთორავს’’ ვინმე ბობოლა დილის საუზმეს, შენ კი ცოცხლად ნანახიც არ გაქვს ეს უკანასკნელი. ერთი შეხედვით ვირტუალური სივრცე გვეხმარება სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვაშჭი, ინფორმაციის უშრეტი წყაროა, პანდემიის პერიოდის დაძლევისთვის მთავარი ბერკეტი იყო, მაგრამ როგორც წესი მონეტას ორი მხარე აქვს, ზუსტად ავთენტურ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ ეს უკანასკნელიც.

ზოგადად ადამიანი მიჩვევის, მიჯაჭვულობის და აკვიატების არსებაა, ხოლო ამ ყოველივეს სულ ცოტაოდენ დამაინტრიგებელ ნაირსახეობასაც თუ დავუმატებთ მაშინ მთლად დაზომბირებულ მექანიზმს მივიღებთ.

ვირტუალურმა სივრცეებმა ჩვენში მიჯაჭვულობის გაუცნობიერებელი განცდის გარდა, ასევე გაუზარებელი არასრულფასოვნების კომპლექსიც გაგვიათმაგა.

20-30 წლის უკან უმრავლესობა ფეხების დაუსრულებელი ბაკუნით მოუთმენლად ყოველკვირეული გაზეთის გამოსვლის ან კბილებით დაჭეჭყილი და მზისგან დამუხტული ელემენტებით, ყურებ-გაფაციცებულნი რადიოში ყოველი საათის ბოლოს საინფორმაციო გამოშვების მოსმენას რუდუნებით ველოდით, რათა ინფორმაციას დახარბებულნი ვიყავით. სამაგიეროდ დღევანდელმა აჩქარებულმა, ტექნოლოგიურად განვითარებულმა კომპიუტერიზაციის ხანამ უზღვავი ინფორმაციები უსასყიდლოდ გამოიმეტა, თანაც იმდენად გულუხვად რომ ამ ინფორმაციებით თავსდატეხილი დადებითი თუ უარყოფითი მუხტი როგორ ავისხლიტოთ არ ვიცით და არც დამრიგებელი გამოჩენილა ამ დრომდე.

ვირტუალურმა ცხოვრებამ ყველა ‘’სიკეთესთან’’ ერთად ადამიანებში თავისუფლების, პირადი თუ ინტიმური ცხოვრების აფიშირების მოჭარბებული გრძნობები ერთიორად გააღვივა, შესაძლოა ეს გრძნობები ადამიანებში მუდამ იყო თუნდაც დაფარულად, მაგრამ ამდენად ღია და ყველასთვის მისაწვდომმა სივრცეებმა ‘’კარჩაკეტილობის’’ პრობლემა საბოლოოდ აღმოფხვრა. ადრე თუ მხოლოდ დეპეშებით და მეზობლების ენით ვრცელდებოდა, ვინ ვისი ნათესავია, ვინ ვისი მეუღლეა, ვისი შვილი რამდენს ჭამს და კბილი როდის ამოსდის, დღეს ამ ყოველივეს გასაგებად სულ მცირე ფარნიან ნოკიაზე ერთი თაობით ახალი მობილური ტელეფონის ქონა და ღილაკზე ხელის მარტივი მოძრაობით თითის ერთხელ დაჭერააც კმარა.

საქმიანობას რომელსაც ადრე ჭორაობას ვეძახდით მარტივად ჩანაცვლდა ე.წ აპებით და სოციალური პლატფორმებით. ანუ ვართ იმაზე მეტად გამჭვირვალეები ვიდრე 30 წლის უკან, იმაზე მეტად მზადმყოფნი ერთმანეთის საცვლებში ყურებისთვის ვიდრე აქამდე, რადგან ამავე საცვლებს ისევ თავადვე ვფენთ! ანუ ინტერესის კოეფიციენტი რაც თვითშემეცნებისკენ და განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული სრულად არის დარღვეული მსოფლიო საზოგადოების 80%-ისთვის, რადგან სხვათა ცხოვრების სქროლვით ვართ დაკავებულნი და ზუსტად იმ ინტელექტუალურ რესურსებს არ ვიყენებთ რისთვისაც თავდაპირველი დანიშნულებით იქნა გამოგონებული, 1945 წელს ამერიკელი ფიზიკოსების ჯონ ეკერტმისა და ჯონ მოუჩის მიერ ყუთი რომელსაც დღეს კომპიუტერს ვეძახით. მაშინ კი მას, მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლებისთვის იყენებდნენ. ამ ყუთს ისევე როგორც ახლანდელ ანდროიდებს და სმარტფონებს უზღვავი დანიშნულება ააქვთ, იმისთვის რათა მათ ‘’ცოდნის კიდობანი’’ ვუწოდოთ, რომელიც ჩვენ ადამაიანებმა ინტელექტუალური აღმასვლისთვის უნდა მოვიხმაროთ და ჩვენი გონებრივი დეგრადაციის საწინდარი არ უნდა გახდეს.

ვირტუალური სივრცე არ უნდა იყოს ჩვენი გრძნობების, ემოციების და დამოკიდებულებების მაკონტროლირებელი მექანიზმი, რომ სხვისი დალხენილი პირადი, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრება არ იქცეს ჩვენი სიდუხჭირით აღსავსე ყოველდღიურობის სიძულვილის, ბოღმის და შურის შემცველ ინსპირაციად, ხოლო სხვისი ხელმოკლეობა, ბობოლათა მიერ ჩაგვრის, ბულინგის და დაცინვის საგნად.

ვფიქრობ ჩემი, შენი, მისი და საერთოდაც მთელი მსოფილიო საზოგადოების მთავარ საფიქრალად ტექნოლოგიური, ძალიან ძალიან ყბადაღებული საფრთხეების მომავალი გამოლინებები უნდა იქცეს. დედამიწას ძილის და ირეალურობის სინდრომი იპყრობს, რადგან ადამიანებმა შევქმენით ეს მომაკვდინებელი მორევი, რომელშიც ყოველდღე უფრო და უფრო ღრმად მივექანებით და თუ საბოლოო ნიშნულამდე მივაღწევთ, ადამიანს როგორც ცოცხალ, მოაზროვნე არსებას გაქრობის საშიშროება დაემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG