Accessibility links

site logo site logo

რუსეთში მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს ვაქცინაზე უარის თქმის გამო


რუსეთის იაკუტსკის ერთ-ერთი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქალი აცხადებს, რომ იგი აიძულეს წასულიყო სკოლიდან ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ მასწავლებელმა უამბო გამოცემა Sakhaday.

პედაგოგმა, რომლის ვინაობა არ მჟღავნდება, სკოლის კოლექტივს უთხრა, რომ მას სამსახურიდან დაითხოვდნენ, თუ აცრას არ ჩაიტარებდა. ვაქცინაციაზე უარის თქმის შემდეგ, მასწავლებელ ქალს გადაეკიდნენ, დირექტორის მოადგილემ მას უყვირა მოწაფეების თანდასწრებით და, როგორც თავად ამტკიცებს, მას ადანაშაულებდნენ სამსახურებრივი მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

მასწავლებლის აზრით, ვაქცინაზე უარს ბევი მისი კოლეგა იტყოდა, რომ არა ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლა.

პუბლიკაციას სკოლამ უპასუხა კოლექტიური წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ მასწავლებელი ქალი სამსახურიდან მას შემდეგ წავიდა, რაც მას მოსთხოვეს, განმარტება, თუ რატომ მუშაობდა ცუდად. განათლების ადგილობრივ სამმართველოში აცხადებენ, რომ დაწყებულია სიტუაციის შემოწმება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა. მასწავლებლები და სამედიცინო მუშაკები ვალდებულები იყვნენ პირველებს მიეღოთ პრეპარატი „სპუტნიკ V”.

ამასთან კანონმდებლობა არ იძლევა მკაფიო პასუხს, შეუძლიათ თუ არა მასწავლებლებს უარის თქმა ვაქცინაციაზე“, - წერს გაზეთი „კომერსანტი“. ერთი მხრივ, მასწავლებლებს აცრას ავალდებულებს მრავალი სახის სამსახურებრივი ინსტრუქცია და განკარგულება. მეორე მხივ - რუსეთში ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ვაქცინაცია კი სწორედ ასეთად ითვლება, კანონის თანახმად ნაბაყოფლობითი უნდა იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG