Accessibility links

site logo site logo

ბოკერია: ახლა მთავარია ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს რომ თანხმდება პლებისციტს


გიგა ბოკერია

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხზე პლებისციტის გამართვას კვლავ ემხრობა „ევროპული საქართველო". პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კომპრომისის სახით განიხილავს პლებისციტს - ამომრჩევლისთვის შეკითხვის დასმას, სურთ თუ არა ვადამდელი არჩევნები.

„ბუნებრივია, პლებისციტი უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და 8 მარტის შეთანხმებიდან ჩატოვებული გიორგი რურუას გამოშვებისა და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას უკვე შეთავაზებული აქვს მოლაპარაკებების ფარგლებში. ვგულისხმობ, სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილებებს", – გიგა ბოკერიას კომენტარს „ტაბულა" აქვეყნებს.

ბოკერია სააკაშვილის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას ასე პასუხობს: „რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის განცხადებას, ახლა მთავარია ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს. გამოუშვას პოლიტპატიმრები, მიიღოს ეს ცვლილებები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებისციტში და მერე არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე ქნას ეს ყველაფერი და მე გამიხარდება".

საქართველოს მესამაა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ საქართველოს სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, -აღნიშნა მან.

4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში წარადგინა, ნათქვამი იყო:

„ვარიანტი 1. ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს;

ვარიანტი 2: პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. პლებისციტი უნდა ჩატარდეს შეკითხვით: „უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად“. პასუხის ვარიანტები: „დიახ“ და „არა“.

იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დადებითად უპასუხებს პლებისციტში დასმულ კითხვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების [საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის] გათვალისწინებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG