Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანმა და ედმონ მარუკიანმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ვადამდელი არჩევნების საკითხზე


ნიკოლ ფაშინიანი და ედმონ მარუკიანი
ნიკოლ ფაშინიანი და ედმონ მარუკიანი

ცოტა ხნის წინ ერევანში დასრულდა მოლაპარაკება სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერ, ედმონ მარუკიანს შორს, რომელზეც განიხილეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის საკითხი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანუკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან და ნიკოლ ფაშინაინამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.


რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მარუკიანი ერთმანეთს უკავშირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა ჩატარებისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დარჩენის საკითხს. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინაინი მიიჩნევს, რომ საჭირო არ არის ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენრალური შტაბის უფროსი, გენერალი ონიკ გასპარიანი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაითხოვა 25 თებერვალს, მისი თქმით, გადატრიალების მცდელობის გამო, რომელიც მის ჩამოგდებას ისახავდა მიზნად.

თავის მხრივ,შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ნოემბერში აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი ყარაბაღის ომის დასასრულებლად.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ხელი მოეწერა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის მოხსნაზე.
გენერალიტეტს სოლიდარობას უცხადებენ სომხეთის გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერები.
უცნობია, თუ როდის გაიმართება შემდგომი მოლაპარაკების რაუნდის სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ასევე უცნობია, გამართავს თუ არა მოლაპარაკებებს ნიკოლა ფაშინიანი „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ, გაგიკ წარუკიანთან.

16 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი კოალიცია ერევანში და სხვაგან ანტისამთავრობო დემონსტრაციებს აწყობს, და მოთხოვს ფაშინიანმა ხელისუფლება დროებით მთავრობას გადააბაროს. ოპოზიციის ძალებს სურთ მათი საერთო კანდიდატი, ვაზგენ მანუკიანი გახდეს შუალედური პრემიერ-მინისტრი და მან უხელმძღვანელოს ახალი არჩევნების გამართვას.

გაერთიანებული ოპოზიციური ფრონტის ზეწოლის მიუხედავად, ფაშინიანი უარს აცხადებს გადადგომაზე, თუმცა მზად არის ოპოზიციასთან ერთად განიხილოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის საკითხი.

XS
SM
MD
LG