Accessibility links

site logo site logo

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა


თურქეთის აღმოსავლეთში კატასტროფა განიცადა სამხედრო ვერტმფრენმა. თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 11 სამხედრო, მათ შორის სახმელეთო ძალების ერთ-ერთი კორპუსის სარდალი, გენერალი ოსმან ერბაში.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა შესაძლოა, ამინდის მოულოდნელ, მკვეთრ გაუარესებას გამოეწვია.

თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს და თურქ ხალხს მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

თურქეთს სამძიმარი გამოუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG