Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინა მოგვეწოდება 22 მარტის კვირაში


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის შედეგად დაადგინეს თარიღი, როცა კოვაქსის პლატფორმის გავლით საქართველოში ვაქცინა შემოვა. საქართველო "ფაიზერის" 29 250 დოზას ელოდება.

"დღეს შედგა სატელეფონო კონსულტაცია "ფაიზერის" სათავო ოფისთან... ინფორმაცია მოითხოვა კომპანიამ იმ ცენტრების შესახებ, სადაც ვაქცინაცია უნდა დაიწყოს. ეს სამედიცინო დაწესებულებები შერჩეულია დიდი ხანია და გადაიგზავნა ინფორმაცია. წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში", - თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, სიახლეებია "ასტრაზენეკას" ვაქცინის მხრივაც. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ "უნისეფის" გავლით, ამ ვაქცინის პირველი დოზები მარტის ბოლომდე ჩამოვა საქართველოში.

"მივა "უნისეფთან" და მერე გამოიგზავნება საქართველოში. მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაცია საქართველოში დაიწყება მარტის ბოლოდან", - თქვა მან.

ჯანდაცვის მინისტრის დაპირებით, საქართველოში ვაქცინა თებერვლის მეორე ნახევარში უნდა ჩამოსულიყო. უწყებაში განაცხადეს, რომ ეს პროცესი გადაიდო და ამ დრომდე არ იყო ცნობილი ვაქცინის ჩამოტანის თარიღი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG