Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დიდი ანგარიშით დაამარცხა სომხეთის ნაკრები


საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა, საფრანგეთის ნაკრებთან სტუმრად ნათამაშევი ფრისა (4:4) და რუსეთთან შინ განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სომხეთს მოუგო დიდი ანგარიშით - 5:0. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებურმა წევრმა, ელისანდრომ, ჰეთ-თრიქი შეასრულა, არჩილ სეებისკვერაძემ - დუბლი.

სამი ტურის შემდეგ, საქართველო ოთხგუნდიან ჯგუფში მეორე ადგილზეა. საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლომდე კიდევ სამი ტური რჩება. ქართველი ფუტსალელები 10 მარტს ისევ სომხებს დაუპირისპირდებიან, ოღონდ სტუმრად - ერევანში. 8 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებენ, 12 აპრილს კი რუსეთს ესტუმრებიან.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას რვა შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული ექვსი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები უმალ მოიპოვებენ, დარჩენილი ორი მეორეადგილოსანი კი 2021 წლის 14-17 ნოემბერს პლეი ოფში იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურისთვის.

ევროპის ჩემპიონატს 2022 წლის იანვარ-თებერვალში ნიდერლანდი უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG