Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია ტრამპის ყოფილი მთავრობის თანამდებობის პირი


USA-ELECTION/TRUMP
USA-ELECTION/TRUMP

როგორც "ამერიკის ხმა" იტყობინება, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ დაკავებულია ფედერიკო კლაინი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში დანიშნული თანამდებობის ერთ-ერთი პირი. გამოძიება 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებულ მოვლენებში მისი როლისა და მონაწილეობის თაობაზეა აღძრული.

42 წლის კლაინი ფედერალურმა აგენტებმა ვირჯინიაში დააკავეს. გამოძიების ფედერალური ბიურო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალისა და მისი კონკრეტული მოქმედებების შესახებ დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. არც ისაა ცნობილი, უკვე იცავს თუ არა მის ინტერესებს ადვოკატი.

ფედერალურ საჯარო მოხელეთა რეესტრში კლაინი შარშანდელი მონაცემებით იძებნება როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხების ბიუროს სპეციალური თანაშემწე. ის ამ პოზიციაზე, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურ თანამდებობად ითვლება, 2017 წლიდან პრეზიდენტ ტრამპის წარდგენით მუშაობდა. გამოცემა Polibico-ს ცნობით, კლაინი 2016 წელს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისთვისაც მუშაობდა. სწორედ Polibico-მ გაავრცელა თავდაპირველად მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია.

ფედერიკო კლაინი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წევრია, რომლის წინააღმდეგაც 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.

გამოცემა Washington Post-ი წერს, რომ FBI-ის ცნობებით, კლაინი 6 იანვარს ჯერაც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, როდესაც ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა და დონალდ ტრამპის სხვა მხარდამჭერებთან ერთად პოლიციის კორდონის წევრებს სავარაუდოდ ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. მის წინააღმდეგ აღძრული საქმის თანახმად, ის პოლიციელისგან მოპარულ ფარს იყენებდა იმისთვის, რომ სხვა პოლიციელებს დაპირისპირებოდა, შემდეგ კი კაპიტოლიუმში შეეღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG