Accessibility links

site logo site logo

რომის პაპმა ერაყში ისტორიული შეხვედრა გამართა მაღალი რანგის შიიტ სასულიერო პირთან


რომის პაპი ფრანცისკე სიტყვით გამოდის აბრაამის სახლში, ერაყის სამხრეთში, 2021 წლის 6 მარტს

რომის პაპი ფრანცისკე შიიტური ისლამის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირს შეხვდა ერაყში, სადაც კათოლიკური ეკლესიის მამამთავრის პირველი ისტორიული ვიზიტი იმართება.

6 მარტს, დიდ აიათოლა ალ-სისთანისთან შეხვდრა წმინდა ქალაქ ნაჯაფში შედგა. რომის პაპმა მშვიდობიანი თანაარსებობის გზავნილი გადასცა ერაყელებს, მისი სურვილია გააძლიეროს შევიწროვებული ქრისტიანული უმცირესობა ერაყში.

აიათოლას და პაპის შეხვედრას ერაყის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადაცემდა, ხალხი ორი რელიგიურ ლიდერის შეხვედრას მიესალმებოდა.

ალ-სისთანი ერაყის შიიტური უმრავლესობის ავტორიტეტიანი პირია და მას მთელ მსოფლიოში პატივს ცემენ შიიტები.

დახურულ კარს მიღმა საუბრის შემდეგ ალ-სისთანიმ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ერაყის ქრისტიანებს მშვიდობა უნდა ჰქონდეთ და იმავე უფლებებით სარგებლობდნენ, როგორც სხვა ერაყელები.

ვატიკანმა განაცხადა, რომ ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა ალ-სისთანის და შიიტებს იმისთვის, რომ ხმა აიმაღლეს „სუსტების და ყველაზე მეტად დევნილების დასაცავად“.

ერაყში, ქრისტიანები, რომელთა შორის არიან მართლმადიდებლები, ქალდეველი კათოლიკები და სხვა შტოები, ადრე მნიშვნელოვან უმცირესობას წარმოადგენდნენ და მათი რიცხვი 1,4 მილიონს უდრიდა.

ამ ქვეყანაში აშშ-ის შეჭრის და სუნიტების მხრიდან შემდგომი დევნის შედეგად მათი რიცხვი შემცირდა.

2014 წელს ისლამისტური სახელმწიფოს ექსტრემისტების მიერ ერაყის ჩრდილოეთში თარეშის დროს ბევრი ქრისტიანი იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. ახლა ერაყში დაახლოებით 300 ათასი ქრისტიანია, მაგრამ ბევრს კვლავ დატოვებული აქვს საცხოვრებელი არეალი.

ფრანცისკემ პარასკევს დაიწყო ოთხდღიანი ვიზიტი ერაყში, რომელსაც, პონტიფექსის სიტყვებით, ეწვია როგორც „მშვიდობის პილიგრიმი“.

ერაყი მიესალმა პაპის ვიზიტს და საერთაშორისო ყურადღებას ქვეყნისადმი, რომელიც ცდილობს აღდგეს ათწლეულების განმავლობაში ომისა და არეულობის შემდეგ.

ეს პაპის პირველი საერთაშორისო მოგზაურობაა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ. ფრანცისკე 5 მარტს ბაღდადში, პრეზიდენტ ბარჰემ სალეჰს, მთავრობის წარმომადგენლებს და სასულიერო პირებს შეხვდა.

პაპი დღემდე ნამყოფია სხვა, უპირატესად მაჰმადიანურ ქვეყნებში, როგორებიცაა, თურქეთი, იორდანია, აზერბაიჯანი და პალესტინელთა ტერიტორია.

სისთანისთან შეხვედრის შემდეგ ფრანცისკე ესტუმრა და სიტყვა თქვა ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ურს, სადაც, გადმოცემით, დაიბადა აბრაამი, იუდეველთა, ქრისტიანთა და მაჰმადიანთა წმინდა მამამთავარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG