Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 37-ჯერ გაიზარდა საქართველოს ავიაბილეთებზე მოთხოვნა


რუსეთის მოქალაქებს საქართველოში დასვენების დიდი სურვილი გეღვიძათ მას მერე, საქართველომ საზღვრები გახსნა, წერს 6 მარტს გამოცემა Лента.ру, რომელიც ეყრდნობა ავიაბილეთების საძიებელი ონლაინ სამსახურის, Aviasales-ის, გამოკვლევას.

Aviasales-ის მონაცემებით, ბოლო ათ დღეში საქართველოსკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა 37-ჯერ გაიზარდა. ამავე მონაცემებით, საქართველოს ავიაბილეთების დაჯავშნამ პანდემიამდელი დონის 87 პროცენტს მიაღწია. რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში დაგეგმილი მგზავრობის საშუალო ხანგძლივობა 8,6 დღეს უდრის. ამ გამოკვლევის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ჩაფრენა, ერთი მიმართულება, დაახლოებით, 230 დოლარი ჯდება და თანაც, არ არის პირდაპირი რეისები, მგზავრობა მხოლოდ დაჯდომით არის შესაძლებელი.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ 1 თებერვლიდან გააუქმა რეგულარული ფრენების აკრძალვა. არაერთი ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოში შესვლის წესები გამარტივდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG