Accessibility links

site logo site logo

ანა ფოტიგა: ცვალებადი დინამიკა სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის უფრო ძლიერ ყოფნას საჭიროებს


ანა ფოტიგა

პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა, მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ცვალებადი დინამიკა ამ მნიშვნელოვანი რეგიონისათვის დასავლეთის „უფრო ძლიერ ყოფნას და მეტად თანამიმდევრულ მიდგომას საჭიროებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ინვესტიციები, მართვა და პატიოსანი არჩევნები“, - წერს ევროპარლამენტის „კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის“ წარმომადგენელი ტვიტერში.

ანა ფოტიგა ერთ-ერთი სპიკერია საერთაშორისო სემინარისა „სამხრეთი კავკასია და დასავლეთი“, რომელიც 11 მარტს გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმატში. მასში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები, ასევე ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები, მათ შორის: ოლივერ ვარჰეი, ტოივო კლაარი, პეტრას აუშტრავიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ლუკ კოფი, მეთიუ ბრაიზა, ბენ ჰოჯესი, ამანდა პოლი და სხვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG