Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკ სტუდენტს რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება ნავალნის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის გამო


ნავალნის მხარდამჭერი აქცია
ნავალნის მხარდამჭერი აქცია

19 წლის ანდრეი ლაგუნინს რუსეთის დატოვება უბრძანეს მას შემდეგ, რაც უზბეკი ეროვნების სტუდენტი ალექსეი ნალავნის მხარდასაჭერად 23 იანვარს რუსეთის ავტონომიური რეგიონ თათრეთში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.
ლაგუნინი ამბობს, რომ არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისათვის მას 10000 რუბლის (135 დოლარის) გადახდა დააკისრეს და უბრძანეს, 19 მარტამდე დატოვოს რუსეთის ტერიტორია.
თუმცა უზბეკი სტუდენტი დაჟინებით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ საპროტესტო აქციაში არ მიუღია მონაწილეობა და მარტო მიდიოდა იმ ქუჩაზე, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა.

ლაგუნინის ადვოკატი, ვიქტორ შაბანოვი, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

23 და 31 იანვარს რუსეთის ასზე მეტ ქალაქში გაიმართა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მასობრივი გამოსვლები. მიტინგები გაიმართა 2 თებერვალსაც, მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლომ ნავალნი კოლონიაში პატიმრობის მოსახდელად გაგზავნა. საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი. ასობით ადამიანის მიმართ გამოიყენეს ადმინისტრაციული პატიმრობა.

XS
SM
MD
LG