Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილი კლიმატის სფეროში, ჯონ კერი, ბრიუსელს ესტუმრება


ჯონ კერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში, ხელს აწერს კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის ხელშეკრულებას გაეროს შტაბბინაში, ნიუ-იორკში, თავის შვილიშვილ, ორი წლის ისაბელთან ერთად. 2016 წლის 22 აპრილი.
ჯონ კერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში, ხელს აწერს კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის ხელშეკრულებას გაეროს შტაბბინაში, ნიუ-იორკში, თავის შვილიშვილ, ორი წლის ისაბელთან ერთად. 2016 წლის 22 აპრილი.

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი კლიმატის სფეროში, ჯონ კერი, ბრიუსელს სტუმრობს 9 მარტიდან და ევროპის კავშირის წამყვან ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდება.

დაგეგმილია კერის მოლაპარაკება ევროპის კომისიაში თავის კოლეგა ფრანს ტიმერმანსა და ევროპის კომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დენ ლაიენთან, იტყობინება ევროკავშირის აღმასრულებელი უწყების პრესამსახური.

გასულ თვეში, მას მერე, რაც აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიკავა თანმდებობა, აშშ ოფიციალურად დაუბრუნდა 2015 წელს დადებულ, პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას, რასაც თბილად შეხვდნენ ევროპელი ლიდერები.

კლიმატის შეთანხმებით, მსოფლიოს 195-მა ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა, რომ არ დაუშვებენ დედამიწის ატმოსფეროს დათბობას ორ გრადუსზე მეტად ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით, თუმცა უპირატესობა ენიჭება გლობალური დათბობის შეზღუდვას 1,5 გრადუსამდე.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყანა კლიმატის ხელშეკრულებიდან გაიყვანა, რადგან თვლიდა, რომ ეს ამერიკის ბიზნესს შეზღუდავდა.

კერის მოლაპარაკება ბრიუსელში იქნება პირველი პირდაპირი კონტაქტი აშშ-ის და ევროპის კავშირის მაღალი დონის წარმომადგენლებს შორის მას მერე, რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ვაშინგტონში.

საუბარი შეეხება „კლიმატის სფეროში ტრანსატლანტიკურ აქციას“, ამავე დროს, შეხვედრებზე უნდა მომზადდეს გაეროს კლიმატისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც გლაზგოში უნდა ჩატარდეს, იტყობინება კომისია.

XS
SM
MD
LG