Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა დაიწყო COVID-19-ის ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატების გაცემა


ჩინეთმა დაიწყო COVID-19-ის ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატების გაცემა უცხოეთში მოგზაურობის მსურველთათვის.

ზოგმა ქვეყანამ - მაგალითად, ბაჰრეინმა - უკვე შემოიღო მსგავსი დოკუმენტები მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოში დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია ეროვნული ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის ხელის შეწყობა. ევროკავშირი ადრე შეთანხმდა, შეიმუშაოს „კოვიდის პასპორტი“. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროკავშირის სამხრეთში მდებარე იმ ქვეყნების მხრიდან ზეწოლის შედეგად, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებული ტურიზმზე.

სერტიფიკატების აღიარების შესახებ რომელ ქვეყნებს შეუთანხმდა პეკინი, ჯერჯერობით არ არის ნათელი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ციფრულ საბუთში შევა ინფორმაცია დოკუმენტის მფლობელთა ტესტირების შედეგებზე და იმაზე, არიან თუ არა ისინი აცრილი. როგორც აღნიშნავენ, სერტიფიკატი ჩინეთის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სოცქსელების პლატფორმა WeChat-ში განთავსებული პროგრამის მეშვეობით.

ამასთან, ჩინეთს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია საკარანტინო ზომების შემსუბუქების შესახებ ქვეყანაში შემავალთათვის, რომლებსაც უკვე აქვთ ვაქცინა გაკეთებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG