Accessibility links

site logo site logo

გაეროში აშშ-ის ელჩმა საქართველოს ოკუპაციის შესაწყვეტად ეუთოს მოუწოდა რუსეთზე ზეწოლისკენ


გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ლინდა ტომას-გრინფილდი

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას და სისტემატურად მხარს უჭერს, ან უგულებელყოფს განუკითხაობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ან მათ მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

ლინდა ტომას-გრინფილდის თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება, მათ შორის ვალდებულება, საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ ორგანიზციებს მისცეს შეუზღუდავი წვდომა. გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოს მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლისკენ, რათა მან ოკუპაცია შეწყვიტოს და 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG