Accessibility links

site logo site logo

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველ ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ასტრაზენეკას 43 200 დოზა ვაქცინის შემოტანის შემდეგ საქართველოში აიცრება ამდენიმე, 43 200 ადამიანი, ხოლო მათი განმეორებითი ვაქცინაცია მოხდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს მიიღებს.

"ჩვენ გვაქვს 6-დან 12-კვირამდე ვადა იმ აღნიშნული პროტოკოლით, რითაც ხდება „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია, შესაბამისად, გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც უკვე გამართულია, ჩვენ გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოტანა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოში "ასტრაზენეკას" წარმოებული ვაქცინის პირველი ნაკადი, 43 200 დოზა შემოვა. ვაქცინით, პირველ რიგში, ექიმები აიცრებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG