Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა აცხადებს, რომ დაარსდება რიონის ხეობის ფონდი


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში რიონის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პარალელურად შეიქმნება რიონის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო.

მთლიანობაში 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდი იქნება. ის ჰესის მშენებლობის პერიოდში ხეობის მოსახლეობის ყველა საჭირბოროტო პროექტს დააფინანსებს. ფონდის მართვაში მოსახლეობა, სათემო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ეს ფონდი დაფარავს არა მხოლოდ იმ სოფლებს, რომლებიც პროექტის არეალშია, არამედ წყალტუბოსა და ცაგერის რაიონის იმ სოფლებსაც, რომლებიც ხეობას ეკუთვნის“, - განაცხადა მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG