Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა განაცხადა, რომ თალიბანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ავღანეთის ნებისმიერ გარდამავალ მთავრობაში


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.

რუსეთმა, რომელიც მომავალ კვირაში მასპინძლობს ავღანეთის საკითხზე კონფერენციას, განაცხადა, რომ თალიბანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ავღანეთის ნებისმიერ გარდამავალ მთავრობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც 12 მარტს თურქეთმა თქვა, რომ აპრილში სტამბოლში აპირებს ავღანეთის სამშვიდობო პროცესის თაობაზე მოლაპარაკებების მასპინძლობას.

მოსკოვმა რეგიონის რამდენიმე მოთამაშე დაპატიჟა 18 მარტის კონფერენციაზე, რომლის მიზანია, გამოაცოცხლოს თალიბანსა და ქაბულს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები. თუმცა არ არის ნათელი, დაესწრება თუ არა მოლაპარაკებებს აშშ.

გასულ თვეში, ავღანეთში ძალადობის ესკალაციის ფონზე, ყატარში განახლდა თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებები.

ამასობაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განიხილავს ამერიკის წინა მთავრობის მიერ თალიბანთან მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, აშშ-ის ჯარებმა მაისამდე უნდა დატოვონ ავღანეთი.

აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამშვიდობო გეგმით, ავღანეთის მთავრობა უნდა შეიცვალოს დროებითი ხელისუფლებით, სანამ მიიღწევა შეთანხმება ახალ კონსტიტუციაზე და ჩატარდება არჩევნები. მაგრამ ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ უარი თქვა გადადგომაზე.

აშშ-ის გეგმის მიხედვით, ავღანეთის პარლამენტი ან უნდა გაფართოვდეს და შიგ თალიბებიც იქნენ შეყვანილი, ან მან ახალ არჩევნებამდე უნდა შეწყვიტოს მუშაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG