Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტიან დანიელსონი კვლავ "ქართული ოცნების" ლიდერებს ხვდება


კრისტიან დანიელსონს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის დეპუტატი, პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ხვდებიან.

დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა, "ქართული ოცნების" გარდა, შეხვედრა გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. შარლ მიშელის წარმომადგენელი შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ბლოკში მყოფი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, კიდევ ერთი შეხვედრა მან "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის" წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG