Accessibility links

site logo site logo

ყაზახი DJ გრემის პრიზის პირველი მფლობელი გახდა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან


20 წლის ყაზახმა DJ-იმ და მუსიკალურმა პროდიუსერმა 2020 წლის "გრემის" პრიზი მოიპოვა და "გრემის" პირველი მფლობელი გახდა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და ასევე, პირველი, ვინც არა-კლასიკურ კატეგორიაში გაიმარჯვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან

იმანბეკ ზეიკენოვი ყაზახეთის ჩრდილოეთ რეგიონიდან, პავლოდარიდან, 14 მარტს, რიგით 63-ე ცერემონიაზე ლოს-ანჯელესში, დააჯილდოვეს არაკლასიკური მუსიკის კატეგორიაში საუკეთესო რემიქსის, რეპერ Saint Jhn-ის კომპოზიციის, „ვარდების“ ვერსიისათვის.

"მუსიკოსისთვის გრემის მიღება ყველაზე საუკეთესო რამ არის და ჩვენ ეს შევძელით", დაწერა ზეიკენოვმა ინსტაგრამში მას შემდეგ, რაც გამოცხადდა მისი გამარჯვების შესახებ.

ქალაქ აქსუში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ზეიკენოვი სარკინიგზო სკოლაში სწავლობდა და სარკინიგზო კომპანიაში მუშაობდა.

მუსიკა მისი ჰობია. Saint Jhn-ის "ვარდების“ რემიქსი უკიდურესად პოპულარული გახდა YouTube -ზე და ამერიკული Billboard Hot 100-ის ყველაზე პოპულარული ჰიტების პირველ ხუთეულში მოხვდა.

გასული წლის მაისში რემიქსი ბრიტანეთის ჰიტ-პარადის სათავეში იყო. სიმღერის თავდაპირველი წარმატების შემდეგ, ზეიკენოვი მუშაობდა რუსეთის ხმისჩამწერ კომპანია "Russia's Effective-თან" და შეუთანხმდა Saint Jhn-ს, რომლის ნამდვილი სახელია კარლოს სენტ-ჯონ ფილიპსი, ოფიციალური სინგლის გამოშვების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG