Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 8 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 652 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 537 შემთხვევა. ეს მარტის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 1.81%;

ბოლო 7 დღის - 1.45%;

ბოლო 14 დღის - 1.52%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 128-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 275 685 შემთხვევა. მათგან 268 693 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3658 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მარტში:

1 მარტი - ახალი შემთხვევა 160(ტესტი 17947). გარდაცვლილი 10;

2 მარტი - ახალი შემთხვევა 461(ტესტი 22900). გარდაცვლილი 12;

3 მარტი - ახალი შემთხვევა 360(ტესტი 25349). გარდაცვლილი 9;

4 მარტი - ახალი შემთხვევა 133(ტესტი 10678). გარდაცვლილი 12;

5 მარტი - ახალი შემთხვევა 390(ტესტი 22022). გარდაცვლილი 10;

6 მარტი - ახალი შემთხვევა 355(ტესტი 19737). გარდაცვლილი 4;

7 მარტი - ახალი შემთხვევა 234(ტესტი 15919). გარდაცვლილი 9;

8 მარტი - ახალი შემთხვევა 147(ტესტი 7823). გარდაცვლილი 15;

9 მარტი - ახალი შემთხვევა 139(ტესტი 6351). გარდაცვლილი 10;

10 მარტი - ახალი შემთხვევა 513(ტესტი 22127). გარდაცვლილი 12;

11 მარტი - ახალი შემთხვევა 395(ტესტი 24594). გარდაცვლილი 9;

12 მარტი - ახალი შემთხვევა 332(ტესტი 26700). გარდაცვლილი 12;

13 მარტი - ახალი შემთხვევა 344(ტესტი 32090). გარდაცვლილი 9;

14 მარტი - ახალი შემთხვევა 268(ტესტი 26399). გარდაცვლილი 5;

15 მარტი - ახალი შემთხვევა 159(ტესტი 13730). გარდაცვლილი 2;

16 მარტი - ახალი შემთხვევა 537(ტესტი 29652). გარდაცვლილი 8.

XS
SM
MD
LG