Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთის პრემიერს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს


სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი წინასაარჩევნო კამპანიისას, 2008 წლის თებერვალი
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი წინასაარჩევნო კამპანიისას, 2008 წლის თებერვალი

სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა, დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს „ქვეყნის ინტერესებისთვის“.

ტერ-პეტროსიანის თქმით, ფაშინიანი უნდა გადადგეს ნებაყოფლობით, მას უნდა მიეცეს „იმუნიტეტის კანონიერი გარანტია“ პარლამენტისგან და დატოვოს ქვეყანა დროებით მაინც.

ilur.am-ის ახალი ამბების საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, 76 წლის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ეს ნაბიჯები გადაიდგმება, პრემიერის მიუმხრობელ მოადგილეს შეეძლება გახდეს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზების დროს დარჩეს ნეიტრალური.

სომხეთის ოპოზიცია მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას სომხეთის არმიის მარცხის შემდეგ მთიანი ყარაბაღისთვის ომში აზერბაიჯანთან, შარშან შემოდგომაზე.

ოპოზიციური პარტიების კოალიცია საპროტესტო გამოსვლებს მართავს ერევანსა და სხვა ქალაქებში ფაშინიანის გადადგომის და გარდამავალი მთავრობისთვის ხელისუფლების გადაცემის მოთხოვნით.

ფაშინიანს გადადგომა არ სურს, მაგრამ მან არ გამორიცხა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარკვეული პირობებით.

ტერ-პეტროსიანი, სომხეთის პრეზიდენტი 1991-1998 წლებში, ასევე წერს, რომ ეთანხმება ვაზგენ მანუკიანს, ოპოზიციური, "სამშობლოს ხსნის მოძრაობის" თავმჯდომარეს და მის პოლიტიკურ მეტოქეს 1996 წლის არჩევნებში, იმაში, რომ ფაშინიანის პრემიერად დარჩენა და არჩევნების ზედამხედველობა, მიუღებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG