Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი აშშ-სა და იაპონიას შორის უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მოწოდებით გამოვიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტორშიმიცუ მოტეგისთან შეხვედრისას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტორშიმიცუ მოტეგისთან შეხვედრისას

თავის პირველ ტურნეში უცხოეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს იაპონიასთან კავშირები ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში.

ჩინეთის მზარდი აქტიურობის პირობებში ბლინკენი აზიის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების მიზნით რეგიონში მოგზაურობს თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ერთად.

მათი ვიზიტი ტოკიოსა და სეულში წარმოადგენს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კაბინეტის მაღალი რანგის პირების პირველ ვიზიტს უცხოეთის ქვეყნებში. მათი სტუმრობა ტოკიოსა და სეულში მოჰყვა გასულ კვირაში ვირტუალურ შეხვედრას, რომელშიც აშშ-ის, იაპონიის, ავსტრალიისა და ინდოეთის, Quad -ის, ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურები მონაწილეობდნენ.

ახლანდელი ვიზიტის დღის წესრიგშია სხვადასხვა საკითხი: საზღვაო მიმოსვლის თავისუფლება სამხრეთ და აღმოსავლეთის ჩინეთის ზღვებში, ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა, სამხედრო გადატრიალება მიანმარში.

„როგორც იცით, აშშ-სა და იაპონიას შორის ეკონომიკური ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მსოფლიოში“, თქვა ბლინკენმა იაპონელ ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

ბლინკენის თანახმად, პანდემიამ გამოავლინა სუსტი წერტილები კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის, როგორიცაა, მაგალითად, სამედიცინო აღჭურვილობა და ნახევარგამტარები, გლობალური მიწოდების სფეროში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა სამომავლოდ შექმნან მიწოდების უსაფრთხო და მტკიცე ჯაჭვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG