Accessibility links

site logo site logo

1 მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ზონალური პარკირება ამოქმედდება


თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 1 მაისიდან ზონალური პარკირების სისტემა ამოქმედდება თბილისში ვაჟა-ფშაველასა და ალ.ყაზბეგის გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე. ინფორმაცია მან თბილისის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

როგორც მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, აქ A კატეგორიის პარკინგი იქნება, რაც ნიშნავს, რომ 1 საათის ღირებულება 1 ლარი იქნება.

10 სექტემბრიდან ამოქმედებული ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს.

პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება. დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი - www.tp.ge, მობილური აპლიკაცია - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG