Accessibility links

site logo site logo

შვიდი წელი გავიდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან


დღეს შვიდი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ტერიტორიები - ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის ფედერაციის ნაწილად გამოაცხადა. ანექსირებულ ყირიმში ამ თარიღს კონცერტით და ავტოგარბენით აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია.

ანექსიას სათავე დაუდო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, ყირიმის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი აქსიონოვის და სევასტოპოლის საქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ალექსეი ჩალის მიერ 2014 წლის 18 მარტს, კრემლში ხელმოწერილმა „ხელშეკრულებამ“.

მანამდე, 16 მარტს, უკრაინის კანონმდებლობის სრული დარღვევით, ყირიმში ჩატარდა "რეფერენდუმი" რუსეთთან შეერთების საკითხზე. ყირიმის ანექსიის გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG