Accessibility links

site logo site logo

1 აპრილიდან კინო-თეატრებს მუშაობის უფლება აქვთ, თუმცა "კომენდანტის საათის" პირობებში


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან მუშაობის განახლება შეეძლებათ კინო-თეატრებს. აუცილებელი იქნება უსაფრთხოების წესების დაცვა. ინფორმაცია მედიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა მიაწოდა.

ეს სფერო თითქმის ერთი წელია გაჩერებულია. ჯერ უცნობია, რამდენად არიან მზად მუშაობის გასაგრძელებლად. რადიო თავისუფლება ამ საკითხზე კინოთეატრების პრესსამსახურს დაუკავშირდა.

იმის გამო, რომ "კომენდანტის საათი" არ უქმდება, მათ სამუშაო საათები შეზღუდული იქნება. 28 დეკემბრიდან ამ დრომდე ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG