Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრილია 3642 ადამიანი


19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა ჯანდაცვის სექტორის 3642-მა წარმომადგენელმა. ასაცრელად დარეგისტრირებულია 5158. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, "ასტრაზენეკას" ვაქცინით.

18 მარტს, საქართველოში დაისვა აცრის შესაძლო შეჩერების საკითხი, მას შემდეგ, რაც ახალციხეში ვაქცინირებულ ექთანს, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ.

18 მარტს, ევროკავშირის მარეგულირებელმა - "ევროპის წამლის სააგენტომ", რომელიც "ასტრაზენეკას" ვაქცინასა და თრომბოზს შორის შესაძლო კავშირს იკვლევდა, განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. ამ დასკვნის საფუძველზე, თბილისში, იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG