Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა გუდაურში გაუკვალავ თოვლში დაკარგული ადამიანის ცხედარი იპოვეს 


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცენტრ „112"-ში 19 მარტს შევიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას.

ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე იმავე დღეს იპოვეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და დაიწყეს საძიებო სამუშაოები სამსახურის კინოლოგებთან ერთად. პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ სამუშაოების შედეგად თოვლში დაკარგული მოთხილამურის ცხედარს მიაგნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG