Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სამოქალაქო ომის ყოფილ საველე მეთაურს


ხუჯა კარიმოვი
ხუჯა კარიმოვი

ტაჯიკეთის სასამართლომ დამნაშევედ სცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა 61 წლის ყოფილ საველე მეთაურს, ხუჯა ქარიმოვს, 30 წლის წინ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი მკვლელობების, მძევლების აყვანისა და ძარცვის გამო.

ქარიმოვი სამოქალაქო ომის დაწყებამდე ტაჯიკეთის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და ფერშლად მუშაობდა. იგი იბრძოდა რესპუბლიკის სახალხო ფრონტის მხარეზე, რომელიც ტაჯიკეთის მაშინდელი მთავრობის მომხრე იყო გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ კონფლიქტში.

1995 წელს ყოფილი საველე მეთაური ჯერ პარლამენტის წევრად აირჩიეს, შემდეგ კი ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ქარიმოვი ორი დეპუტატის მკვლელობაში სცნეს ეჭვმიტანილად, იგი მალაიზიაში წავიდა. 2019 წელს ხუჯუ ქარიმოვი დუბაიში დააკავეს ინტერპოლის თხოვნით და ექსტრადიციის წესით სამშობლოში დააბრუნეს.

ხუჯა ქარიმოვის ახლობლები არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტლებას, რომლის თანახმად მან 14 წელის მკაცი რეჟიმის კოლონიაში უნდა გაატაროს.

ტაჯიკეთის უმაღლეს სასამართლოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განჩენი შესაძლოა გასაჩივრდეს სისხლის სამართლის კოლეგიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG