Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი კრემლის რეაქციამ აღაშფოთა და „ნოვაია გაზეტას“ ემუქრება


ჩეჩნეთის რეგიონის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა კრემლს შეახსენა იმ „ათობით ათას დაღუპულზე“, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში ჩეჩნეთის დაბრუნებას შეეწირნენ

„ვინ დაიცავს მათ უფლებებს, თუ კრემლში სხედან დასავლეთის აგენტები, რომლებიც ოცნებობენ იმაზე, რომ ჩვენი ხალხი კვლავ ჩაითრიონ მორიგ ქაოსში“, - წერს რამზან კადიროვი თავის ტელეგრამის არხზე.

ასე გამოეხმაურა ჩეჩნეთის ხელისუფლების მეთაური კრემლის პრესმდივანს, რომელმაც წინა დღით უარი თქვა დაეცვა ახმატ კადიროვის სახელობის ჩეჩნეთის ელიტური პოლკის მებრძოლები მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან თავდასხმებისგან.

ასეთად ჩეჩნეთის ხელისუფლება მიიჩნევს თებერვლის ბოლოს „ნოვაია გაზეტას“ მიერ გამოაქვეყნებულ მორიგ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც ნათქვამია, რომ რეგიონში ბოლო ხანს რეჟმისთვის მიუღებელი ადამიანების მოტაცების, წამების და მკვლელობის უკან დგას ახმად კადიროვის სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების პოლკი.

„ჟურნალისტების უსაფრთხოება აბოსლუტურად უდავო უნდა იყოს“, - განაცხადა ჩეჩნეთიდან წამოწული თხოვნის პასუხად პესკოვმა.

რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმართ ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან „ნოვაი გაზეტას“ ჟურნალისტებს ასეთად არ მიიჩნევს.

კადიროვმა „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომლებს უწოდა უკანონობისგან „თავსგასული დასავლეთის ცნობილი სპეცსამსახურების აგენტები“. ჩეჩნეთის რეგიონის მეთაური მიიჩნევს, რომ „აშშ-ის ხელისუფლება ანტირუსულ სანქციებს მიმართავს სწორედ ასეთი ვითომ ლიბერალური გაზეთების კარნახით.“

"ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა 2017 წლის იანვარში გაუსამართლებლად სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 27 პირი, რომლებსაც მანამდე ბრალი წაუყენეს 2016 წლის დეკემბერში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში.

დამოუკიდებელ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები 2017 წლის იანვარში, გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის წინ, რამდენიმე პატიმარს აიძულებდნენ, ვიდეოკამერის წინ დაედოთ ფიცი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინაშე, შემდეგ კი უარი ეთქვათ ამ ორგანიზაციის წევრობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG