Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაცია შეჩერდა დაბალი მიმართვიანობის გამო


რუსუდან შავიშვილი
რუსუდან შავიშვილი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალმთიან აჭარაში დაბალი მიმართვიანობის გამო შეჩერდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

აჭარაში სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის გამოყოფილი 3980 ვაქცინიდან 389 ადამიანი აიცრა. რუსუდან შავიშვილის განმარტებითვე, იმუნიზაციაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისად, ხოლო პერსონალი გადამზადებულია.

​AstraZeneca-თი ვაქცინაცია აჭარაში 15 მარტიდან, თავდაპირველად ბათუმში დაიწყო, შემდეგ კი იმუნიზაციის პროცესში ჩაერთო ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს სამედიცინო დაწესებულებები.

ამ დროისთვის ვაქცინაცია, მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთშია შესაძლებელი.

„თავიდანვე იყო მზარდი ტენდენცია ვაქცინაციაზე. მაღალმთიან აჭარაში მიმართვიანობა არის დაბალი და მუნიციპალიტეტებში ამის გამო შეჩერდა. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და როგორც კი დაჯავშნიან აცრას, სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციას განაახლებენ“, - აცხადებს რუსუდან შავიშვილი. მისივე თქმით, აჭარაში ვაქცინაციას გართულება არ მოჰყოლია, თუმცა მცირე სიმპტომატიკა, რომელიც ვაქცინაციას შესაძლებელია თან ახლდეს, რამდენიმე პირს დაუფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG