Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის და ციხის კარი ღიაა - უმრავლესობის წევრი ოპოზიციას მიმართავს


უმრავლესობის წევრმა, პარლამენტარმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებებზე „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას არაერთი მნიშვნელოვანი წინადადება შესთავაზა. „ერთადერთი, რაზეც უარი განვაცხადეთ, ეს არის კაპიტულაცია და ხელისუფლების ჩაბარება, ესაა “წითელი ხაზი”, რაზეც უარი ვთქვით“, - თქვა მან და დასძინა: - „ღიაა როგორც პარლამენტის, ასევე ციხის კარები და ვისაც უნდა, გამოვიდეს”.

ირაკლი ქადაგიშვილმა ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებას პერსპექტივა ყოველთვის აქვს და რაიმე სახის ფორმატით დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. „ჩვენი მხრიდან ვამბობთ, რომ ღია ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის“, - განაცხადა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG