Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და ინდოეთის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობის გაფართოებაზე იმსჯელეს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა და მისმა ინდოელმა კოლეგამ, რაჯნათ სინგჰმა, დელიში, 20 მარტს გამართული შეხვედრისას იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის სამხედრო კავშირ-ურთიერობების გაფართოებაზე.

ოსტინის ორდღიანი სტუმრობა ინდოეთში ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია.

ვაშინგტონი რეგიონში თავის მოკავშირეებთან მეტად დაახლოებას ცდილობს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთს.

ინდოეთში სტუმრობა დაიწყო ალასკაზე 19 მარტს ჩინეთისა და აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრის შემდეგ. ამ შეხვედრას ვაშინგტონის მაღალი რანგის მოხელემ უწოდა „მკაცრი და პირდაპირი“.

ინდოეთამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად ოსტინი ეწვია იაპონიას და სამხრეთ კორეას, აშშ-ის ორ, ჩინეთის მოქმედებით უკმაყოფილო, პარტნიორ სახელმწიფოს რეგიონში.

ეს შეხვედრა მოჰყვა Quad-ის - ოთხეულის ალიანსის - პირველ სამიტს. მასში შედიან აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი.

ოსტინი ნიუ-დელიში გვიან ჩავიდა, 19 მარტს და შეხვდა პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის, ასევე მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში, აჯიტ დოვალს.

ოსტინმა „მაღალი შეფასება მისცა ინდოეთის როლს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში და თანამოაზრეებთან მზარდ თანაქმედებას საერთო მიზნების მისაღწევად“, განაცხადა პენტაგონის წარმომადგნელმა, ჯონ კირბიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG