Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 23 რუსი არტისტის წინააღმდეგ


გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე)
გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე)

უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 23 რუსი არტისტის წინააღმდეგ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ყირიმის ხიდის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტში.

პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებულ სიაში არიან რუსული ესტრადის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე), პელაგეა, დიმ ბილანი, ოლეგ გაზმანოვი, ჟასმინი და სხვები.

უკრაინის გვერდის ავლით ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის საავტომობილო ნაწილი 2018 წლის მაისში გაიხსნა, სარკინიგზო -2019 წლის დეკემბერში.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ყირიმის ხიდის მშნებლობაში მონაწილე რამდენიმე კომპანიას და კერძო პირს. მათ შორის, „სტროგაზმონტაჟს“, რომლის დამფუძნებლი ვლადიმირ პუტინათან დაახლოებული ბიზნესმენი არკადი როტენბერგია. მას ამ ხიდის მშნებლობისათვის შრომის გმირის წოდება მიენიჭა.


რუსეთმა ყირიმის ანექსია უკრაინის კანონის ხელყოფით 2014 წლის რეფერენდუმის შედეგებით მოახდინა. მოსკოვი ნახევარკუნძულის მიერთებას „ისტორული სამართლიანობის აღდგენად“ მიიჩნევს.
დასავლეთის ქვეყნები რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების ხელყოფაში ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG