Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ახალმა პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ალბინ კურტი აირჩია


ალბინ კურტი
ალბინ კურტი

გასულ თვეში არჩეულმა კოსოვოს პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა ალბინ კურტი, მემარცხენე-ნაციონალისტური პარტია ვეტვენდოსიეს („თვითგამორკვევა“)ლიდერი.
14 თებერვლის არევნების შედეგად ვეტვენდოსიემ 120 ადგილიან პარლამენტში 58 ადგილი მოიპოვა, მაგრამ მას დასჭირდა სხვა უმცირესობის პარტიების დეპუტატთა მიმხრობა მთავრობის ფორმირებისათვის. შესაბამისად უმცირესობების პარტიებს, მათ შორის სერბული უმცირესობის სპრსკა ლისტას, კოალიციურ მთავრობაში ეყოლებათ 4 მინისტრი.

15 კოსოვოს ახალ მინისტრთა კაბინეტში ხუთი ქალია.
ალბინ კურტიმ უკვე განაცხადა, რომ მთავრობა იმუშავებს ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური და უმუშერვობის პრობლემების მოგვარებაზე.

კოსოვოს ეკონომიკაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი პრობლემა ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე იყო. მნიშვნელოვან პრობლემებად რჩება ორგანიზებული დანაშაული და კორუფციაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG