Accessibility links

site logo site logo

ისრაელში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მეოთხედ ტარდება საპარლამენტო არჩევნები


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე სარა კენჭისყრისას. 2021 წ. 23 მარტი.

23 მარტს ისრაელში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მეოთხედ ტარდება არჩევნები.

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც 12 წლის განმავლობაშია მთავრობის მეთაური, ხელისუფლებაში დარჩენისთვის იბრძვის.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ ვერცერთი პარტია ვერ მოახერხებს დიდი უპირატესობით გამარჯვებას. ამიტომ შესაძლებელია, ამან გაახანგრძლივოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და გააჭიანუროს მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები.

ვარაუდობენ, რომ არჩევნებში ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს. მაგრამ 120-ადგილიან ქნესეთში ჯერ ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება დამოუკიდებლად, სხვა პარტიებთან კოალიციის გარეშე.

ნეთანიაჰუს საარჩევნო კამპანიის მთავარი კოზირებია ვაქცინაციის გამართული პროცესის ჩატარება და ეკონომიკის კვლავ გახსნა. როგორც ვარაუდობენ, 71 წლის პოლიტიკოსს არჩევნებში ხელს შეუწყობს ასევე ის გარემოება, რომ მან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სპარსეთის ყურის მონარქიებთან, სუდანსა და მაროკოსთან, რამაც შეასუსტა ისრაელის რეგიონული იზოლაცია.

გამოცდილი ნეთანიაჰუ წინააღმდეგობრივ პოლიტიკოსად მიიჩნევა და ბევრ მის მეტოქეს სძულს იგი.

პრემიერ-მინისტრი კვლავ იყრის კენჭს მაშინ, როცა სასამართლოში მის წინააღმდეგ კვლავ აღძრულია საქმე მექრთამეობისა და კორუფციის ბრალდებებით, რასაც ის უარყოფს.

კრიტიკოსთა თქმით, მისი მიზანია, პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს იმისთვის, რათა შეწყვიტონ მისი სამართლებრივი დევნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG