Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ფაუჩი: AstraZeneca-ს ვაქცინა ალბათ ძალიან კარგია, ამავე დროს კომპანიის მიერ წარმოდგენილი მონაცემები "მოძველებული" ჩანს


AstraZeneca-ს მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ალბათ ძალიან კარგია, მაგრამ აშშ-ის დამოუკიდებელი მაკონტროლებელი საბჭოს მიერ გამოთქმული ეჭვები გამოწვეულია ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, რომლებიც, როგორც ჩანს, „მოძველებულია“ - განაცხადა 23 მარტს აშშ-ის წამყვანმა ექსპერტმა ენტონი ფაუჩიმ.

22 მარტს კომპანიამ გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ, როგორც აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, მისი ვაქცინის ეფექტიანობა 79% არის სიმპტომატური COVID-19-ისგან დასაცავად და ეფექტიანობა 100%-იანია მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად.

მაგრამ 23 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIAID) აღნიშნა, რომ AstraZeneca-მ თავისი ვაქცინის გამოცდის თაობაზე შესაძლოა გამოაქვეყნა მოძველებული ინფორმაცია, რომელიც მისი ეფექტიანობის „არასრულ“ სურათს იძლევა.

ვაქცინა ჯერჯერობით არ არის აშშ-ში ნებადართული.

ფაუჩი, რომელიც NIAID-ის დირექტორი და კორონავირუსის საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სამედიცინო მრჩეველია, შეეცადა აეხსნა, რომ დავა ეხება არა ვაქცინის ეფექტიანობას, არამედ მონაცემთა დამუშავებას.

„ეს ალბათ ძალიან კარგი ვაქცინაა“, უთხრა ფაუჩიმ ტელეკომპანია ABC News-ს. „მონაცემები საკმაოდ კარგია, მაგრამ პრესრელიზში ისინი მთლად ზუსტად არ იყო მითითებული.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG