Accessibility links

site logo site logo

PCR-ტესტირების ყალბი ცნობების დამზადება-გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ დაუმზადა და გადასცა კორონავირუსზე PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ამოღებულია დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი ფურცლები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ადგენენ დანაშაულის შესაძლო თანამონაწილეებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG