Accessibility links

site logo site logo

არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევისთვის შესაძლოა განიხილონ ჯარიმის გაზრდა


ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ერთობლივ დასკვნას. დეპუტატის თქმით, პარტიების დაფინანსებისა და არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევის საკითხზე, ვენეციის კომისიის დასკვნაში არ წერია, რომ პარლამენტს არ აქვს ასეთი კანონპროექტის მიღების უფლება. ქადაგიშვილის განცხადებით, დასკვნაში ნათქვამია, რომ გარკვეული რისკები სხვანაირად უნდა იყოს შეფასებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ რისკებზე გარკვეული საკითხების გადახედვას და კიდევ ერთხელ შეფასებას. სანქციები უნდა იყოს, თუმცა სანქციების რიგითობა, სიმწვავე და სიმკაცრე, ვენეციის კომისიის შეფასებებიდან გამომდინარე, შეიძლება გადაიხედოს.

როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება, პარტიის პირდაპირ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი კი არ დავსვათ, არამედ საჯარიმო სანქციების გამკაცრებაზე ვიფიქროთ. 2 000-ლარიანი ჯარიმა, რაც ახლაა დადგენილი, იმდენად არარელევანტურია, რომ ასეთი მოქმედების აღსაკვეთად ვერ ხდება შემაკავებელი ფაქტორი”, – თქვა ქადაგიშვილმა.

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებენ საქართველოს, გადახედოს ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება. ამის შესახებ საუბარია ერთობლივ დასკვნაში.

გასული წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას კანონპროექტებზე დასკვნის შემუშავების თხოვნით მიმართა. ერთი შეეხებოდა საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს, მეორე კი საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტს (პარტიული რეგისტრაციის გაუქმება).

გასული წლის 17 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. 2020 წლის 23 დეკემბერს, საკანონმდებლო პაკეტებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კრიტიკული დამოკიდებულების გამო, მაშინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საკანონმდებლო ტექსტებზე მოსაზრება ვენეციის კომისიას გამოეთქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG